საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „დორტმუნდი“-„ბენფიკა“ 2:2
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „დორტმუნდი“-„ბენფიკა“ 2:2

„დორტმუნდმა“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე (International Champions Cup) მესამე მატჩი ჩაატარა და პირველად წააგო – პენალტების სერიაში დამარცხდა „ბენფიკასთან“. 22-ე წუთისთვის გერმანული კლუბი მაქსიმილიან ფილიპის დუბლით 2:0-ს იგებდა. „ბენფიკამ“ მეორე ტაიმში ორი გოლით უპასუხა – თავი გამოიჩინეს ანდრე ალმეიდამ და ალფა სემედუმ. პენალტების სერია „ბენფიკამ“ 4:3 მოიგო.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

„დორტმუნდი“: ჰიტცი, დიალო (დიკმანი, 61), შმელცერი (ზაგადუ, 46), ტოლიანი (ჰაკიმი, 61), თოფრაქი (პიპერი, 62), დაუდი (სერხიო გომესი, 62), პულიშიჩი (ვოლფი, 46), ფილიპი (ისაკი, 62), გიოტცე (როდე, 62), ლარსენი (სანჩო, 62), შაჰინი (ბურნიჩი, 62).

„ბენფიკა“: სვილარი, ჟარდელი (ლემა, 84), გრიმალდო (იური რიბეირო, 66), ანდრე ალმეიდა (ებუეჰი, 84), დიაში (კონტი, 66), ჟედსონ ფერნანდეში (ჟონასი, 66), ფეისა (ალფა სემედუ, 66), რაფა სილვა (სერვი, 46), პიცი (სამარისი, 66), ჟივკოვიჩი (სალვიო, 46), კასტილიო (ფერეირა, 46).

წინა ორ მატჩში „დორტმუნდმა“ „მანჩესტერ სიტი“ (1:0) და „ლივერპული“ (3:1) დაამარცხა.