საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი მკვეთრად გაუფასურდა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, WTI-ისა და Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბოლო 24 საათში, წლის მინიმუმს გაუტოლდა.
„შავი ოქროს“ ღირებულების მკვეთრი შემცირება OPEC-ის პროგნოზს, ნავთობზე მოთხოვნის ზრდასა და დონალდ ტრამპის განცხადებას უკავშირდება.
კონტინენტთაშორისი ბირჟა ICT-ზე ვაჭრობის დასრულებისას, WTI-ის მარკის ნავთობის ფასი 7,1 %-ით, ხოლო Brent-ის 6,6 %-ით დაეცა. ასეთი მკვეთრად ნავთობი 2015 წლის სექტემბრის შემდეგ არ გაუფასურებულა. დღის განმვლობაში ორივე მარკის ნავთობის 1 ბარელის ღირებულება 55,69 დოლარის ფარგლებში იყო, დღის ბოლოს ფასი შედარებით დასტაბილურდა და 65,47 დოლარი შეადგინა. თუმცა, ეს უკანასკნელი ფასიც კი, მარტის შემდეგ ყველაზე დაბალია.
13 ნოემბერს OPEC-მა გამოაქვეყნა ანაგარიში, რომელშიც ნავთობზე გლობალური მოთხოვნის შემცირებას პროგნოზირებს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ OPEC-ის წევრებმა ვენესუელასა და ირანში ნავთობის მოპოვების შემცირების კომპენსირება შეძლეს.
ნავთობის ფასზე ასევე აისახა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაც, რომელმაც მოუწოდა OPEC-ს არ შეამციროს ნავთობის მოპოვება და ბირჟებზე „შავი ოქროს“ ფასს ხელოვნურად გაზრდილი უწოდა.