საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბირთვული ობიექტების მიზანში ამოღება დაუშვებელია
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ დაუშვებელია ბირთვული ობიექტების მიზანში ამოღება.
რაფაელ გროსი ქვეყნებს აფრთხილებს, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას მოერიდონ.
მისი თქმით, შვებით ამოისუნთქა, როდესაც შეიტყო, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად ისპაჰანში ბირთვული ობიექტები არ დაზიანებულა.
რაფაელ გროსი დარწმუნებულია, რომ ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა „საშინელება იქნებოდა“ და ამასთან, დარწმუნებული არ არის მათ ეფექტურობაში, რადგან ირანს ბირთვული ობიექტები მიწისქვეშა სივრცეებში აქვს განთავსებული.