საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ქვეყანაში ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველის საელჩო თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
ინფორმაციაში იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც 15 დღით აიკრძალა ავტომობილების შესვლა და გამოსვლა.
„თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ხვალიდან, მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის შემდეგ ქალაქებში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, ქაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.