საეჭვო ნივთის შესახებ შეტყობინებების გამო, ესექსისა და გლაზგოს უნივერსიტეტებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
საეჭვო ნივთის შესახებ შეტყობინებების გამო, ესექსისა და გლაზგოს უნივერსიტეტებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა

საეჭვო ნივთის შესახებ შეტყობინებების გამო, ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ესექსისა და გლაზგოს უნივერსიტეტებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განახორციელეს.

ესექსის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველები გამოიძახეს. სასწავლო პროცესი შეწყდა გლაზგოს უნივერსიტეტშიც.

გავრცელებული ცნობით, საეჭვო ამანათი საფოსტო განყოფილებაში აღმოაჩინეს. ამანათების შემცველობის შესახებ სამართალდამცველებს დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გაუსაჯაროებიათ.