„ბაიერნში“ ახალგადასული სადიო მანე „ლივერპულის“ გულშემატკივრებს ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაემშვიდობა:
„რთულია საჭირო სიტყვების მოძებნა. მე უბრალოდ მსურს, რომ მთელი გულით გადაგიხადოთ მადლობა, ჩემთვის ბედნიერებაა, რომ ვიყავი ამ დიდი წარმატების პატარა ნაწილი, წარმატების, რომელსაც ერთად მივაღწიეთ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.
ჩვენთან ყოველთვის ახლოს იყავით, როგორც კარგ, ასევე რთულ პერიოდში. ამას არასდროს დავივიწყებ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“.
„ბაიერნმა“ 22 ივნისს ოფიციალურად გამოაცხადა სენეგელალ თავდამსხმელთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ, რომელიც 2025 წლამდე იქნება ძალაში.
2021/22 წლების სეზონში სადიო მანემ „ლივერპულის“ შემადგენლობაში 51 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.