სადგურის მოედანზე მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს
სადგურის მოედანზე მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

სადგურის მოედანზე მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეებმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით, აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები სამუშაო ადგილზე გადასახადის გაძვირებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ადგილი, სადაც ისინი ვაჭრობენ, მოიჯარეს მერიისგან აქვს აღებული და სწორედ ამიტომ დახმარების თხოვნით, თბილისის მერიას მიმართავენ.

„მოიჯარეს მერიისაგან აქვს აღებული ეს ტერიტორია. სამი ლარიდან დავიწყეთ, შემდეგ გაგვიხადეს ექვსი ლარი, რვა ლარი, ათი ლარი და ახლა კიდევ ორი ლარით გვიძვირებენ გადასახადს. ფიზიკურად შეუძლებელია ამ თანხის გადახდა. მივმართეთ მოიჯარეს, მაგრამ მან უარი გვითხრა. მინდა, მივმართო მერიას თხოვნით, როგორმე ჩვენნაირ ხალხსაც მიაქციეთ ყურადღება, სხდომებზე ბიზნესმენებს რომ იბარებთ, ზოგჯერ ჩვენც შეგვეკითხეთ, რა გვიჭირს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, მზია ლებანიძემ.