სადემონსტრაციო ფრენებისთვის თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმება იქნება საჭირო
სადემონსტრაციო ფრენებისთვის თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმება საჭირო იქნება, რომელიც თანხმობას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ინტერესების გათვალისწინებით გასცემს.
შესაბამისი ცვლილებები – „საჰაერო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. პროექტის ავტორები უმრავლესობის წევრები არიან. პროექტით, თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, თანხმობის მიღება სავალდებულო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგნაც იქნება. კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ სადემონსტრაციო ფრენა არის ავიაშოუ, რომელიც მაყურებლის წინაშე სრულდება და განკუთვნილია საჰაერო ხომალდის მახასიათებლების, შესაძლებლობების ან საფრენოსნო ოსტატობის, ასევე საჩვენებლად ან სანახაობრივი გზით.
„მოქმედი კანონომდებლობით სადემონსტრაციო ფრენის განმარტება განსაზღვრული არ არის. აღნიშნული ბუნდოვანებას წარმოქმნის, კონკრეტულად თუ რა სახის ფრენა იგულისხმება სადემონსტრაციო ფრენაში“, – აღნიშნულია კანონპროექტში.