საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 520 დევნილ ოჯახს გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს.
ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები ქუთაისში, ზესტაფონსა და ზუგდიდში დაუკანონდებათ.
სამინისტროს ცნობით, 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 17 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება.