საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 266 დევნილ ოჯახს გადაეცემა
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 266 დევნილ ოჯახს გადაეცემა

მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 266 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ოჯახები საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ.

ბინების დაკანონების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებულმა კომისიამ მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილება შუამდგომლობისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდგომაც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.