საჩხერის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომების მქონე ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია,- ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
ამ ეტაპზე საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომების მქონე ან დაინფიცირებული პაციენტები აღარ ჰყავთ.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მკურნალობდა, ორი დღის წინ გამოჯანმრთელებული გაეწერა.
საჩხერის კლინიკაში კორონავირუსისგან სულ შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა.