საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისგან ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისგან ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტები სამედიცინო ცენტრს დღეს დატოვებენ.
კლინიკიდან ერთი კოვიდინფიცირებული სამკურნალოდ თბილისში გადავიდა, სადაც მკურნალობის კურსს საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად გაივლის. ასევე, კლინიკიდან კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ორი დღის წინ გაეწერა.
ამ ეტაპზე, კლინიკაში კოვიდინფიცირებული და საეჭვო სიმპტომების მატარებელი პაციენტები აღარ იმყოფებიან.