საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში გორისას და ჩიხას ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს გორისა და ჩიხაში რეზერვუარების მოწყობას, არსებული ჭაბურღილების რეაბილიტაციას და ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობას. პროექტის დასრულების შემდეგ 5 სოფლის დაახლოებით 5 600 მოსახლეს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდებათ.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ლარია. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.