საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიისგან მიყენებული ზარალი ერთ მილიონ ლარზე მეტია
საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიისგან მიყენებული ზარალი ერთ მილიონ ლარზე მეტია

საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიისგან მიყენებული ზარალი ერთ მილიონ ლარზე მეტია.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა განუცხადა.

მერის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები, გაბიონები, ასევე სავარგულები.

მერის ინფორმაციით, პირველ რიგში. მოხდება გრუნტის გზების აღდგენა.

„მას შემდეგ, რაც მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია, სახელმწიფო რწმუნებულის შუამდგომლობით ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიის სალიკვიდაციო ფონდს დახმარების თხოვნით მივმართავთ“, – განაცხადა ბენიამენ ფალავანდიშვილმა.