საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ, კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით ტესტი ხვალ გაუკეთდება
საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებულ სამ პაციენტს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით საკონტროლო ტესტს ხვალ აუღებენ.
როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა, მაია ხელაძემ განუცხადა, თუ ტესტი უარყოფით იქნება, 24 საათში განმეორებითი ტესტი გაკეთდება და კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პაციენტები კლინიკიდან გაეწერებიან.
რაც შეეხება შედარებით მძიმე მეოთხე პაციენტს, ხელაძის თქმით, „პაციენტთან შეინიშნება მცირე დადებითი დინამიკა“.
კლინიკაში ასევე მოთავსებულია კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი ახალი პაციენტი, რომლებსაც უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზები და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.