დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კემლინ ფურლე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყოფილი ფაბრიკის შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ და მათი საცხოვრებელი პირობები მოინახულეს.
დევნილ ოჯახებთან გამართულ შეხვედრას საჩხერის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ესწრებოდნენ.
იძულებით გადაადგილებული 10 ოჯახი საჩხერეში, აღმაშენებლის ქუჩა N10-ში წლების განმავლობაში ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ.
დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, გადაწვეტილება უკვე მიღებულია და უახლოეს მომავალში, მთავრობის განკარგულების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ.
მიმდინარე წელს, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 1000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდება.
ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.