საჭირო რჩევები საჭირო დროს - 11 მარტიდან, ყოველდღე, 20:00 საათზე საქართველოს პირველი არხის ეთერში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“
COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, მაყურებელს ყველა ინფორმაციას, კვალიფიციურ და გადამოწმებულ რჩევებს 11 მარტიდან „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ საქართველოს პირველი არხის ეთერში სპეციალური პროგრამით მიაწვდის. გადაცემა ყოველდღე, 20:00 საათზე გავა ეთერში.
პასუხი ყველა კითხვაზე, საჭირო რჩევები საჭირო დროს. ყველაზე აუცილებელი და სანდო ინფორმაცია ყოველდღე, 20:00 საათზე, სპეციალურად თქვენთვის – „პირადი ექიმი მარი მალაზონია“.