საჭადრაკო ოლიმპიადა - მერვე ტური [ფოტოამბავი]
საჭადრაკო ოლიმპიადა - მერვე ტური [ფოტოამბავი]

ბათუმში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის მერვე ტური მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები ყაზახეთის, ხოლო მეორე აზერბაიჯანის მეტოქეს ხვდებიან.

საქართველოს ვაჟთა პირველმა ნაკრებმა, მეშვიდე ტურში, მაკედონიის გუნდს 4:0 სძლია. მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრების ღირსებას – ბაადურ ჯობავა, ივან ჩეპარინოვი, ლევან ფანცულაია და დავით ჯოჯუა იცავდნენ.

მეორე ნაკრებმა კოლუმბიასთან 1,5:2,5 წააგო, მესამე ნაკრები კი მოლდოვის გუნდთან 1:3 დამარცხდა.

მერვე ტურში საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრები მოლდოვის, მეორე ნეპალის, მესამე კი ინდონეზიის გუნდის მეტოქეა.