კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, წინაუბნის ქ. N 14ა-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 14:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში: იყალთოს გორას, იყალთოს ქუჩას, შესახვევებს და ჩიხებს, ნატახტარის, პანკისის, ქარელის, ლიხაურის, წინაუბნის, ტუსკიას ქუჩებს.
წყლის მიწოდება შეეზღუდება ისნის რაიონსაც. 22:00 სთ-დან 8 ივნისის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდებათ:
იუნკერთა ქუჩას, ჰოსპიტლის ქუჩას და შესახვევს, წერნაქის ქუჩას და შესახვევს, ნავთლუღის ქუჩა N12,14,16 და N21-დან 45-ის ჩათვლით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.