საბურთალოსა და ისნის რაიონების მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, თამარ მეფის ქ. N 51-ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება სოფელ დიღომში: აღმაშენებლის, მ.მესხის, თამარ მეფის, გორგასლის ქუჩებს.
წყლის მიწოდება შეიზღუდება ისნის რაიონშიც. კომპანია ქ. წამებულის გამზ. N 68-ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00 საათიდან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში, ქ.წამებულის გამზ. N 68.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.