საბურთალოს საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს
საბურთალოს საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმაური იყო. კომისიის დღევანდელ სხდომაზე საოლქო კომისიაში შესულ საჩივრებს განიხილავდნენ.
საოლქო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა წევრმა, თამარ ვაჭრიძემ პირველ ეტაპზე ერთ-ერთი უბნის შედეგების გაბათილება მოითხოვა, შემდეგ ასევე ერთ-ერთ უბანზე დაკარგული 92 ხმის შესახებ ისაუბრა.
თამარ ვაჭრიძის თქმით, ისინი საოლქოსგან ხმების გაბათილებას მოითხოვდნენ, თუმცა კომისიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
საოლქო კომისია საჩივრების განხილვას აგრძელებს. სხდომის პარალელურად, საოლქო კომისიასთან აქცია გაიმართა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.