საბურთალოს რაიონში, დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები კახა კალაძემ დაათვალიერა
საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
კახა კალაძის განცხადებით, პროექტი 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, დაიგება 42 000 კვადრატული მეტრის ასფალტის საფარი.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.
რეაბილიტაციისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარია გამოყოფილი.