საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთის – ჭილაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, გზაზე ეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკების წესრიგდება. გზაზე ახალი ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
ჭილაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„ჭილაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ხორციელდება. უკვე დაწყებულია ბორდიურისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა. ამ ეტაპზე, საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები 12 მისამართზე მიმდინარეობს. პრიორიტეტების მიხედვით, მსგავსი ტიპის სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება“,-განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
გზის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი.