კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩაზე, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 10:00 საათიდან 11 მაისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში:
ვაჟა-ფშაველას გამზ. N 25-დან 41-ჩთ, N 2-დან N 58-ჩთ, ალ. ყაზბეგის გამზ. N 1-დან 55-ჩთ, N2-დან N 34-მდე, ქართველიშვილის, კალისტრატე ქუთათელის,თამარაშვილის ქ.10, ანტონოვსკაიას, ასათიანის, ქართველიშვილის, მიცკევიჩის, ჯ. ბაგრატიონის, კანდელაკის ქ. 12, 14, 16, ვაკელის, ტანძიის, გიგო გაბაშვილის, ბუდაპეშტის ქ. 5-დან 11-ჩთ, ქუჩებს, ო.ჭილაძის ქ. 7 (ამბროლაურის) და რესპუბლიკურ საავადმყოფოს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს“, – აცხადებენ კომპანიაში.