კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება საბურთალოს რაიონის მცხოვრებლების ნაწილს.
„ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:000 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.