ლანჩხუთის “ევგრაფი შევარდნაძეზე” ეროვნული ლიგის მე-17 ტურის პირველი მატჩი გაიმართა. აუტსაიდერმა “სამტრედიამ” ლიდერი “საბურთალოს” უმასპინძლა და კვლავ დამარცხდა.
“სამტრედიას” მთავარი მწვრთნელის გრაფაში ლევან ჯოხაძე ეწერა – როგორც გაირკვა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებსი დამრიგებელი გია ცეცაძე გუნდს მხოლოდ ევროპის ლიგაზე გაწვრთნის.
შეხვედრა “საბურთალოს” უპირატესობით მიმდინარეობდა და დამსახურებულად გაიმარჯვა 3:1. 20-ე წუთზე დავით ვოლკოვმა ანგარიში გახსნა 0:1. 31-ე წუთზე “საბურთალოს” უპირატესობა გიორგი კოხრეიძემ გაზარდა 0:2. 38-ე წუთზე კი სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ინტერს გიიმ უნაკლოდ შეასრულა 1:2. საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე ვაგნერ გონსალვესმა დააფიქსირა და “საბურთალომ” გასვლაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა – 1:3.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 43 ქულით ლიდერია და რვა ქულით უსწრებს თბილისის “დინამოს”, რომელიც ხვალ გორის “დილას” შეხვდება. ცხრაქულიანი “სამტრედია” კი ბოლო ადგილზე მხოლოდ იმის წყალობით აღარ არის, რომ ფოთის “კოლხეთი” ხუთი მოთამაშის გამო დასაჯეს და რვა ქულით ბოლო ადგილზე დაქვეითდა.