„საბურთალომ” ისევ მოიგო – ჩემპიონი ასპროცენტიანია
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტური თბილისური დერბით გაიხსნა: „ლოკომოტივმა” „მიხეილ მესხი 2″–ზე მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს” უმასპინძლა და დამარცხდა.
შეხვედრა „ლოკომოტივისთვის” სასურველი სცენარით დაიწყო: მე–11 წუთზე ლევან კაკუბავას შეცდომით მასპინძელთა თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ ისარგებლა 1:0. „საბურთალომ” მე–16 წუთზე ანგარიში გაათანაბრა – ლაშა შინდაგორიძემ პენალტი გოალდ აქცია 1:1. მეორე ნახევრის დასაწყისში „საბურთალომ” მეორე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ გეგა დიასამიძის დარტყმული მეკარე დემეტრე ბულისკერიამ აიღო და „ლოკომოტივი” გადაარჩინა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 3 ქულა მაინც მოიპოვა: 63–ე წუთზე მასპინძელთა კარი ლაშა შინდაგორიძემ მეორედ აიღო და დუბლი შეასრულა, 70-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შესულმა „საბურთალოს” მონტენეგროელმა თავდამსხმელმა ოგნენ როლოვიჩმა დააფიქსირა და სტუმრებმა 1:3 გაიმარჯვეს.
2 ტურის შემდეგ „საბურთალომ” ქულათა მაქსიმუმი, 6 ქულა დააგროვა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში ასპროცენტიანი შედეგით მოექცა.