„საბურთალომ“ გასვლაზე „ტორპედოს“ მოუგო, „დინამომ“ ავტოგოლით გაიმარჯვა
ქუთაისის „რამაზ შენგელიაზე“ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა „ტორპედომ“ მიმდინარე გათამაშების ლიდერს, „საბურთალოს“ უმასპინძლა და დამარცხდა.
ანგარიში 33-ე წუთზე ვაგნერ გონსალვეშმა გახსნა. 45-ე წუთზე ლუკა ლაკვეხელიანმა ეფექტური გოლით „საბურთალოს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა 0:2. 80-ე წუთზე, გიორგი კოხრეიძე მასპინძელთა მცველებს გაცდა და მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ საჯარიმოში წააქციეს, მთავარმა არბიტრმა კი პენალტი არ დანიშნა. ქუთაისელებმა მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს – საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე მერაბ გიგაურმა დააფიქსირა, „საბურთალომ“ კი 2:1 მოიგო.
„დინამო არენაზე“ თბილისის „დინამომ“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთზე დაამარცხა. 39-ე წუთზე თბილისელები ლევან ხარაბაძემ დააწინაურა – 1:0. 54-ე წუთზე, გიორგი მიქაბერიძემ წონასწორობა ლამაზი გოლით აღადგინა 1:1. მაგრამ „დინამომ“ მაინც გაიმარჯვა – მასპინძლებმა ეს 90+2 წუთზე ბოლნისელი გურამ გიორბელიძის ავტოგოლით მოახერხეს.
გამარჯვებით „საბურთალომ“ უახლოეს მდევრებთან უპირატესობა ისევ გაზარდა – 16 ტურის შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი.
„საბურთალო“ გათამაშებას 37 ქულით ლიდერობს, „დინამომ“ მეორე ადგილი დაიბრუნა (32 ქულა), მესამეზე კი „დილაა“ (31 ქულა).