„საბურთალო“ დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს, „ლოკომოტივმა“ ისევ ფავორიტი დაამარცხა
„საბურთალო“ დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს, „ლოკომოტივმა“ ისევ ფავორიტი დაამარცხა

ეროვნული საფეხბურთო ლიგის 22-ე ტურში, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისის „ლოკომოტივმა“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. ანგარიში მე-8 წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ოთარ კობახიძემ ეფექტური დარტყმით გახსნა 1:0. 41-ე წუთზე საჩხერელთა თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ წონასწორობა აღადგინა 1:1 და ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავაში მე-13 გოლით დაწინაურდა. მეორე ნახევარში კობახიძემ და დავით ჯიქიამ „ლოკომოტივის“ უპირატესობა გაზარდეს, ხოლო 87-ე წუთზე, საჩხერელთა ნახევარმცველმა კახა კახაბრიშვილმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა – „ლოკომოტივმა“ 3:2 გაიმარჯვა.

გათამაშების ლიდერი „საბურთალო“ „რუსთავს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. მეტოქის კარი პირველად 22-ე წუთზე გიგი მარგველაშვილმა აიღო, ხოლო 75-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დავით ვოლკოვმა დააფიქსირა და „საბურთალომ“ 2:0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ გია ჭიაბრიშვილის გუნდი 10-მატჩიან წაუგებელ სერიას ატარებს.

22-ე ტურის შემდეგ, „საბურთალომ“ 53 ქულა დააგროვა და „დინამოსთან“ სხვაობა კვლავინდებურად 8 ქულამდე გაზარდა. „ჩიხურა“ (38 ქულა) მესამეზეა, ხოლო „ლოკომოტივმა“ (25 ქულა) „რუსთავი“ (22 ქულა) უკან ჩამოიტოვა და მე-6 პოზიციაზეა.

#ლოკოჩიხურა

ოთარ კობახიძისა და დავით ჯიქიას გოლები ჩიხურას კარში #goloco

Posted by FC Locomotive Tbilisi on შაბათი, 25 აგვისტო, 2018