„საბურთალო“ ცნობილი ტექნოლოგიის დახმარებით ივარჯიშებს #1TVSPORT
„საბურთალო“ ცნობილი ტექნოლოგიის დახმარებით ივარჯიშებს #1TVSPORT

მსოფლიოში ცნობილი ტექნოლოგია Fitogether – GPS სისტემა საქართველოში დაინერგა – ამ ტექნოლოგიით საქართველოს თასის მფლობელი თბილისის „საბურთალო“ ისარგებლებს. ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

„რამდენიმე დღეა „საბურთალო“ Fitogether – GPS სისტემით ვარჯიშობს. აღნიშნული სისტემა აღრიცხავს ფეხბურთელების ზუსტ მოძრაობებს, აკონტროლებს სხეულის რეაქციასა და იძლევა სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. ხსენებული სისტემით საბურთალოელები წლის ბოლომდე ივარჯიშებენ“, – წერია „საბურთალოს“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Fitother მოთამაშის მაჩვენებლების საჯარო მონაცემთა ბაზაა, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხის მკაცრ მოთხოვნებს. ფეხბურთის გულშემატკივრები ფიფა-ს პორტალზე იპოვნიან ორგანიზაციის მიერ ლიცენზირებულ ყველა მომწოდებლის სიას, ასევე დეტალურ ინფორმაციას სერტიფიცირებულ პროდუქტებზე, ტექნოლოგიებსა და სათამაშო ზედაპირებზე.

კომპანია არის ფიფა-ს პარტნიორი და 2019 წლიდან მსოფლიო ფეხბურთის სახლის ხარისხის ტესტში პირველ ადგილზეა.