„საბურთალო-2“ რამდენიმე დღის წინ რეგიონალური ლიგის გამარჯვებული გახდა. 18 ნოემბრიდან რევაზ გოცირიძის გაწვრთნილები უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე სერბულ „ბროდარაცთან“ განმეორებითი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.
პირველი შეხვედრა გასვლაზე თბილისელებმა 1:1 დაასრულეს. ორი თამაშის ჯამში სერბების დამარცხების შემთხვევაში, „საბურთალო“ უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგის ფლეი-ოფში მოხვდება.
თბილისელები სასტუმრო „დორმითორში“ დაბინავდნენ და შეკრებაზე გადავიდნენ. სერბები თბილისში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდნენ და სასტუმრო „გოლდენ პალასში“ განთავსდნენ.
ახალგაზრდული ლიგის განმეორებით მატჩი ოთხშაბათს, 22 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება. „საბურთალო“ ხვალ, 21 ნოემბერს მატჩის წინა ვარჯიშს ამავე სტადიონზე 18:00 საათზე გამართავს. თამაშზე დასწრება თავისუფალია.