საბერძნეთში ძლიერი წვიმის გამო, საფრთხის წითელი დონე გამოაცხადეს. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობაა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ქვეყნის სანაპირო რეგიონებში.
ქალაქ მანდრაში დატბორილია ქუჩები. ეს ის ქალაქია, რომელიც გასულ წელს წყალდიდობამ მნიშვნელოვნად დააზარალა.
რთული მდგომარეობაა კანალიას რაიონშიც , სადაც მდინარეების ადიდების შედეგად, ათობით სახლი დაიტბორა.
წყალდიდობაა ქალაქ ლარისაშიც.