საბერძნეთში ტრანსპორტის სფეროს თანამშრომლები გაიფიცნენ. ქვეყანაში შეჩერებულია სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლა, არ მოძრაობს ავტობუსები, გაუქმდა ათობით ავიარეისი. გაფიცვას ასევე შეუერთდნენ მასწავლებლები, მოსამართლეები და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების ექიმები.
როგორც სააგენტო Reuters-ი იტყობინება, აქციის მონაწილეები კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც პროფკავშირებს გაფიცვის უფლებას შეუზღუდავს.
კანონპროექტთან დაკავშირებით კენჭისყრა საბერძნეთის პარლამენტში დღეს არის დაგეგმილი.
ეს გასული პარასკევის შემდეგ უკვე მეორე საყოველთაო გაფიცვაა საბერძნეთში.
დღის მეორე ნახევარში, ათენში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.