საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სოციოლოგიური პროგნოზებით, ლიდერობს ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტია „ახალი დემოკრატები“, რომელთაც ამომრჩევლების 31-დან 38%-მდე უჭერს მხარს. თუმცა, პროგნოზების თანახმად, მმართველი პარტია დამოუკიდებლად უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო საპარლამენტო მანდატებს ვერ მოიპოვებს. მეორე ადგილზე არის პარტია „სირიზა“ , რომელიც მმართველ პარტიას 4-7%-ით ჩამორჩება.

წინასაარჩევნო კამპანიის დომინანტი საკითხი მზარდი საარსებო ხარჯები გახდა.

იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პარტია უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, საბერძნეთის პრეზიდენტი მოწინავე სამ პარტიას კოალიციის ჩამოსაყალიბებლად სამდღიან ვადას მისცემს. თუკი კოალიციური მოლაპარაკებები ჩავარდება, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.