საბერძნეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სოციოლოგიური პროგნოზებით, არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული პარტია „ახალი დემოკრატები“ ლიდერობს.
რიგგარეშე არჩევნები საბერძნეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 21 მაისს გამართული საპალამენტო არჩევნების შედეგად მიცოტაკისის პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა ერთპარტიული მთავრობის ჩამოსაყალიბებლად უმრავლესობა ვერ მოიპოვა.
საბერძნეთის კანონმდებლობის თანახმად, განმეორებითი არჩევნები განსხვავებული წესით იმართება, რაც გამარჯვებულ პარტიას 300-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მისაღებად დამატებით მანდატებს ანიჭებს.
ბოლო დღეებში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ „ახალი დემოკრატები“ ხმების დაახლოებით 40 პროცენტს დააგროვებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის პარტია „სირიზას“ კი, პროგნოზების თანახმად“, 20%-იანი მხარდაჭერა აქვს.