საბერძნეთში ქართველების დაჯგუფება დააკავეს, რომელიც საცხოვრებელი სახლების ძარცვით იყო დაკავებული.
ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული გამოცემა Kathimerini ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, მოცემულ მომენტში დაკავებულია 10-ზე მეტი ადამიანი. დაჯგუფების გამოაშკარავებისკენ მიმართული ოპერაცია კვლავ გრძელდება.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები კრიმინალურ საქმიანობა საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში ატიკას რაიონში ეწეოდნენ.