საბერძნეთში, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად ერთი პირი დაიღუპა
საბერძნეთში, მეტალურგიულ ქარხანა „ლარკოში“ აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი მუშა. 55 წლის მამაკაცი აფეთქების დროს შენობაში იმყოფებოდა.
„ლარკო“ ევროკავშირში ერთადერთი ქარხანაა, რომელიც ფერონიკელს აწარმოებს. ქარხნის სრული პროდუქცია ექსპორტზე გადის.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია, ადგილზე სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.