საბერძნეთში, იახტიდან გაშვებული ფოიერვერკის შედეგად ტყეში ხანძრის გაჩენის საქმეზე 13 ადამიანი დააკავეს
საბერძნეთის კუნძულ ჰიდრაზე ტყის ხანძრის გაჩენის საქმეზე 13 ადამიანი დააკავეს.
ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარი კუნძულის ტყეში იახტიდან გაშვებული ფოიერვერკის შედეგად გაჩნდა.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ცნობით, 13-ვე დაკავებული საბერძნეთის მოქალაქეა. ამასთან, განცხადებაში არ არის ნახსენები იახტა.
როგორც მეხანძრეები აცხადებენ, ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
კუნძულ ჰიდრაზე ტყის ხანძრის გაჩენამ ხელისუფლებისა და მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. „აღშფოთებულები ვართ, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ასე უპასუხისმგებლოდ ისროლა ფოიერვერკი ფიჭვნარის მიმართულებით“, – განაცხადა კუნძულ ჰიდრას მერმა, გიორგოს კოკოდაკისმა.
ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ტყის ხანძრებს ქვეყნის სხვა რეგიონებიც ებრძვიან. პენელოპოსის ნახევარკუნძულზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.