საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთს ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყება.
ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ საუბარი შედგება.
პრეზიდენტები ასევე გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად – გაფართოებული შემადგენლობით.