საბერძნეთში ჟურნალისტები და მედიასაშუალებების სხვა წარმომადგენლები გაიფიცნენ
საბერძნეთში ჟურნალისტები და მედიასაშუალებების სხვა წარმომადგენლები გაიფიცნენ

საბერძნეთში ჟურნალისტები და მედიასაშუალებების სხვა წარმომადგენლები გაიფიცნენ. 24-საათიან გაფიცვაში, რომელიც უმსხვილესი პროფკავშირების ორგანიზებით იმართება, მონაწილეობენ ასევე სხვადასხვა უწყების პრესსამსახურის წარმომადგენლები.

პროტესტის მიზეზი ქამრების შემოჭერის პოლიტიკაა, რომელსაც მთავრობა უკვე მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს. ჟურნალისტები კოლექტიურ შრომით ხელშეკრულებებს, სტაბილურ სამუშაოსა და თანაბარ უფლებებს, ასევე ღირსეულ ანაზღაურებას, პენსიას, სოციალური უზრუნველყოფას და უფასო ჯანდაცვას მოითხოვენ.

მედიასაშუალებების წარმომადგენლები ასევე მოითხოვენ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებებს და მასში იმ თანხების გაწერას, რომელიც პენსიების შემცირების გამო გათვალისწინებული აღარ არის.