საბერძნეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი იონიის ზღვაში, კუნძულ ზაკინფის სიახლოვეს დაფიქსირდა. მას 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები მოჰყვა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სტიქიამ კუნძულის ადმინისტრაციულ ცენტრში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და ქვათაცვენა გამოიწვია. საბერძნეთის მატერიკულ ნაწილში კი, ქალაქ პიგროსში მდებარე ერთ-ერთი ეკლესია ნაწილობრივ ჩამოინგრა.
მიწისძვრის შედეგად, ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურმა ცენტრმა, იონიის ზღვაში წარმოქნილი 20 სანტიმეტრიანი ლოკალური ცუნამი დააფიქსირა.