საბერძნეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 
საბერძნეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა.

ღონისძიების ფარგლებში ფოტოგამოფენა „ფოტოგრაფიული მარშრუტი ათონის მთაზე 1969-2001“ მოეწყო. აღნიშნული ფოტოგამოფენა პირველად 2006 წელს ათენში გაიხსნა, ბენაკის მუზეუმში, მას შემდეგ მთელ მსოფლიოში იმოგზაურა და საქართველოში პირველად არის წარმოდგენილი. გამოფენა მოიცავს 50 შერჩეულ ფოტოსურათს, რომლებიც ავტორმა კოსტას ბალაფასმა 1969 წლიდან 2001 წლამდე ათონის მთაზე გადაიღო.

გამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოეწყო.