საბერძნეთსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება ხუთი წლის ვადით გაფორმდება
საბერძნეთსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება ხუთი წლის ვადით გაფორმდება

საბერძნეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ხუთი წლის ვადით გაფორმდება.

აღნიშნული ინფორმაცია საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა დაადასტურა.

„ინფორმაცია ზუსტია. ჩვენ განვიხილავთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების გახანგრძლივებას ხუთი წლის ვადით, რათა მისი ყოველწლიური განახლების საჭიროება არ იყოს. აღნიშნული ორივე მხარეს დაგეგმარების საშუალებას მისცემს“, – აღნიშნა მიცოტაკისმა.

მისი თქმით, ეს არის საბერძნეთში აშშ-ის ყოფნისა და ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მორიგი დადასტურება.

„პრეზიდენტ ბაიდენის ხელშეწყობითა და კონგრესის განსაკუთრებული მხარდაჭერით ეს თანამშრომლობა ახლა ისეთ დონეზეა, როგორც არასდროს. მჯერა, რომ დღეს საბერძნეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში საიმედო მომლაპარაკებელია“, – განაცხადა ბერძენმა ლიდერმა.