საბერძნეთმა ხუან გუაიდო ვენესუელას პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად აღიარა
საბერძნეთმა ხუან გუაიდო ვენესუელას პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად აღიარა. ინფორმაციას საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ვენესუელაში თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.
7 ივლისს საბერძნეთში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის სათავეში გამარჯვებული პარტიის, „ახალი დემოკრატიის“ ლიდერი კირიაკოს მიცოტაკისი მოვიდა.
ხუან გუაიდო ვენესუელას პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ და საქართველომ აღიარა.