საბერძნეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, თურქული სატვირთო ხომალდი საბერძნეთის ხომალდთან შეჯახებას შეეცადა
საბერძნეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, თურქული სატვირთო ხომალდი საბერძნეთის ხომალდთან შეჯახებას შეეცადა

თურქული სატვირთო ხომალდი ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდთან შეჯახებას შეეცადა. ამ ინფორმაციას საბერძნეთის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

ინციდენტი კუნძულ ლესბოსის სიახლოვეს, გამთენიისას 04:00 საათისთვის მოხდა. გავრცელებული ცნობით, თურქული ხომალდი ბერძნულს მიუახლოვდა და კორპუსის შუა ნაწილში დაჯახებას შეეცადა, რის შემდეგაც თურქეთის აკვატორიისკენ გაემართა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მხოლოდ უმნიშვნელოდ დაზიანდა ბერძნული ხომალდი.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში გამწვავებულია. თურქეთის ხომალდი საბერძნეთის სანაპირო დაცვის ხომალდს თებერვალშიც დაეჯახა. მარტში კი თურქეთმა ორი ბერძენი სამხედრო დააკავა, რომელთაც თურქეთის აკვატორია პატრულირების დროს, შემთხვევით, დაარღვიეს. ისინი დღემდე პატიმრობაში რჩებიან.