საბერძნეთის სასამართლომ თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნა რვა თურქი სამხედროს ექსტრადირების შესახებ არ დააკმაყოფილა
საბერძნეთის სააპელაციო სასამართლომ თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნა რვა თურქი სამხედროს ექსტრადირების შესახებ არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ეს თურქეთის მხრიდან სამხედროების ექსტრადირების უკვე მესამე მოთხოვნაა, რომელიც საბერძნეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
თურქეთიდან საბერძნეთში გაქცეულ სამხედროებს ანკარა 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეობაში ადანაშაულებს. საბერძნეთის სასამართლოს დადგენილებით, არსებობს საფრთხე, რომ თურქ სამხედროებს სამშობლოში სამართლიანად არ გაასამართლებენ.
რვა სამხედრომ თურქეთი არშემდგარი ამბოხის შემდეგ, 2016 წლის 16 ივლისს ვერტმფრენით დატოვა და საბერძნეთში თავშესაფარი მოითხოვა.