საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის შენარჩუნება შეძლო
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის შენარჩუნება შეძლო

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის შენარჩუნება შეძლო. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყარეს კენჭი.

ალექსის ციპრასის მთავრობის წინააღმდეგ ხმა 148-მა დეპუტატმა მისცა. ინიციატივას მხარი 151 კანონმდებელმა დაუჭირა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული კენჭისყრის გამართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მას მთავარი მოკავშირე გამოეთიშა. საქმე ეხება ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, პანოს კამენოსის თანამდებობიდან გადადგომას. პოლიტიკოსი კოალიციაში შემავალი პარტია „დამოუკიდებელი ბერძნების“ ლიდერია.

პანოს კამენოსმა გადადგომის დროს საკუთარ პარტიაში მყოფ კიდევ რამდენიმე მინისტრს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ კოალიციას საფრთხე დაემუქრა.

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება მაკედონიის სახელთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირდება. აღნიშნული საკითხი საბერძნეთში უკვე დიდი ხანია პოლიტიკური განხეთქილების მიზეზია.