საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი 7 დეკემბერს მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ათენში გამართულ ბრიფინგზე საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის მოადგილემ, იორგოს კატრუნგალოსმა განაცხადა.
მისი თქმით, ციპრასის ვიზიტი რუსეთში მიმართულია ორმხრივი ურთიერთობების აღდგენისა და ერების უფრო დაახლოებისკენ.
ბერძნული მხარის ცნობით, პრემიერ-მინისტრის რუსეთში ვიზიტისას დაგეგმილია სხვადასხვა სფეროში რამდენიმე შეთანხმების ხელმოწერა.