საბერძნეთის ნაკრებს ევრობასკეტზე მოსკოვის ცსკა-ს დამრიგებელი გაწვრთნის #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრებს ევრობასკეტზე მოსკოვის ცსკა-ს დამრიგებელი გაწვრთნის #1TVSPORT

მოსკოვის ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი დიმიტრის იტუდისი 2022 წლის ევრობასკეტზე საბერძნეთის ნაკრებს უხელმძღვანელებს, – წერს ვებგვერდი Eurohoops ბერძენ ჟურნალისტზე ვანგელის იოანუზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, ოფიციალურად ამის შესახებ უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ამასთან, იტუდისი გააგრძელებს რუსულ კლუბში მუშაობას.

ევრობასკეტი-2022 სექტემბერში გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე ბერძნები ხორვატიის, იტალიის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წინააღმდეგ ითამაშებენ.