საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ძლიერი ხანძრის გამო სანაპიროებიდან და სასტუმროებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ძლიერი ხანძრის გამო სანაპიროებიდან და სასტუმროებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილიდან ევაკუირებულია ათასამდე ტურისტი.
ხანძარი მძინვარებს ასევე პელოპონესის რეგიონში და კუნძულ კრეტაზე. საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე სულ ხანძრის ათობით კერაა დაფიქსირებული. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 700-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს. პელოპონესში ცეცხლის განზრახ გაჩენის გამო პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.